საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა ბიძინა ივანიშვილისგან მიღებულ საპიროზი თანხაზე ისაუბრა.
"პირველ რიგში მივიღეთ ჩვენ ღირსების ორდენი და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო.
"ასევე, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის.
"ამასთანავე, მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი.
"არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას.
"არის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ჰარმონიის დარღვევას და ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.