საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მიმართ კლუბებისგან ინტერესი საკმაოდ გაიზარდა.
მათ თვალდახედვის არეალში მოხვდა ოთარ კაკაბაძე, რომელიც ნაკრებში სტაბილურობითა და წარმატებული ასპარეზით მუდამ გამოირჩევა.
"კრაკოვიას" მცველის შესახებ პოლონური გამოცემა წერს, რომ მის მიმართ არაერთ კლუბს აქვს ინტერესი. განსაკუთრებით კი 3 კლუბი იჩენს თავს.
წყაროს ცნობით, მათ შორის ორი ინგლისის ჩემპიონშიფიდანაა, ხოლო ერთი ბუნდესლიგა 2-დან.
აქვე გეტყვით, რომ ოთოს "კრაკოვიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 600 000 ევროა.