გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მატჩებში საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა. შესაბამისად, 25 წლის ფეხბურთელის შეძენით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ. La Stampa-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქოჩორაშვილის შეძენა სერია A-ში მოთამაშე გუნდებს ყველაზე მეტად სურთ.
ქართველი ნახევარმცველის შეძენის მსურველ კლუბებს შორის „ლაციო“ და „ტორინო“ არიან. იტალიური გამოცემის თანახმად, „ლაციოს“ წარმომადგენლები ქოჩორაშვილის მხარესთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ.
ქოჩორაშვილი ამჟამად „ლევანტეს“ რიგებში ირიცხება და რაც მთავარია, მან ესპანურ მხარესთან დადებული კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ „ლევანტეს“ წარმომადგენლებისთვის ქოჩორაშვილის გაყიდვა მაინც მისაღები იქნება.