2 წლის და 2 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ბითაძე NBA-ში კიდევ 3 წლით დარჩება - გუნდთან შეთანხმება მიღწეულია

უახლესი ინფორმაციის თანახმად, ქართველი კალათბურთელი კვლავ NBA-ში განაგრძობს კარიერას. ადრიან ვოინაროვსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ბითაძე ისევ „ორლანდო მეჯიკის“ მაისურით გააგრძელებს თამაშს.

ქართველი ცენტრფორვარდი გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სანაცვლოდ 25 მილიონ დოლარს მიიღებს. ფლორიდული კლუბის შემადგენლობაში ბითაძე გასულ წელს გადავიდა და წელს კვლავ თავისუფალი აგენტის სტატუსს დაუბრუნდა. თუმცა, როგორც ჩანს NBA-ში მოთამაშე კლუბის წარმომადგენლებს მისი დათმობა აღარ არ სურთ.

ბითაძე გასულ სეზონში საშუალოდ 5.0 ქულით, 4,6 მოხსნითა და 1,3 პასით გამოირჩა. 24 წლის კალათბურთელისგან წელსაც მინიმუმ იგივე შედეგის გამეორებას მოელიან.