რა ანგარიშით დასრულდება საქართველო-ესპანეთი - სუპერკომპიუტერის საინტერესო პროგნოზი » isport.ge
4 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა ანგარიშით დასრულდება საქართველო-ესპანეთი - სუპერკომპიუტერის საინტერესო პროგნოზი

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა პორტგულია დაამრცხა და ამით სადებიუტო ევრო 2024-ზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი მეტოქე  ესპანეთი იქნება.

ამ თამაშში, ისევე როგორც წინა 3-ში, "ჯვაროსნები" აუტსაიდერები არიან, რაც, ობიექტურად რომ ითქვას, საფუძვლიანია.

ესპანელებმა თავიანთი 3-ვე თამაში მოიგეს, ამ სტატისტიკით კი ისინი ჩემპიონატზე ერთადერთები არიან.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მიმდინარე ჩემპიონატზე საუკთესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ერთ-ერთი საფეხბურთო სააგენტოს სუპერკომპიუტერმა ანალიტიკური გამოთვლებითა და დაკვირვებით ამ დაპირისპირების ანგარიში წინასწარ დაასახელა.

როგორც ის იუწყება, ეს თამაში 1:1 მორჩება, პენალტების სერიაში კი საქართველო იმარჯვებს. გოლებს ჩვენი მხრიდან გიორგი ქოჩორაშვილი გაიტანს, ესპანელების მხრიდან კი თავს ნიკო უილიამსი გამოიჩენს.

Facebook კომენტარები