კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დაძლევით მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა.
ამ ფაქტს ეხმაურება "მანჩეტსერ სიტი", რომელიც ჩვენს ნაკრებზე ვრცელ სტატია ავრცელებს სახელად: "მანჩესტერ სიტი და საქართველო: საამაყო კავშირი".
ამ სტატიაში მათ ჩვენი წარმატების შესახებ უწერიათ და ამბობენ, რომ როცა მსოფლიომ ეს პატარა ქვეყანა ახლა გაიცნო, ისინი საქართველოს მანამდეც კარგად იცნობდნენ.
ინგლისელები ამაყობენ იმითი, რომ "სიტი" ინგლისური გუნდია, რომელშიც ყველაზე მეტ ქართელს აქვს ნათამაშები.
ისინი ყვებიან გიორგი ქინქლაძის მაგიაზე, რომელმაც გულშემატკივრებს თავი მალე შეაყვარა.
ასევე ისტორიას იხსენებენ კახა ცხადაძეს, მურთას შელიასა და მიხეილ ყაველაშვილზე, რომლებიც წარსულში "ქალაქელების" ღირსებას იცავდნენ.
ისინი ამაყობენ, რომ ქინქლაძის თამაშის პერიოდში ქართული დროშა ქალაქ მანჩესტერში ისედაც პოპულარული იყო.
ასე და ამგავარად, საქართველოს წარმატებით ყველა ის გუნდი ამაყობს, რომელშიც ქართველს უთამაშია, მათ შორის ისეთი გიგგანტი ც კი, როგორიც "მანჩესტერ სიტია"