საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკლები ინგლისელებს დაუპირისპირდა. პირველ ტესტ-მატჩში 7:31 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ეფექტური რევანშის აღება შეძლეს.
რიგით მეორე მატჩის საბოლოო ანგარიშად 45:17 დაფიქსირდა. 20-წლამდელებმა 6 ერის ჩემპიონები 28 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. შესაბამისად, ლადო კილასონიას გუნდი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას წარმატებით აგრძელებს.
აღნიშნულ ტურნირზე ქართველები ავსტრალიის, ირლანდიისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან ჯგუფურ ეტაპზე.