6 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

იუვე და ნაპოლი გუნდის ლიდერ ფეხბურთელებს გაცვლიან - შეთანხმება ორივესთვის მისაღებია

იტალიური მედია საკმაოდ საინტერესო შეთანხმების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. როგორც ჩანს, „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ მალე საკმაოდ მოულოდნელ გაცვლას განახორციელებენ. საუბარია გუნდის ლიდერების ტრანსფერზე.

როგორც ირკვევა, ტიაგო მოტას აზრით კიეზა ძირითადი შემადგენლობის დონის ფეხბურთელი არაა. შესაბამისად, „იუვენტუსი“ აღნიშნული ფეხბურთელის დათმობისთვის მზადაა. ამასთანავე, „ნაპოლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ჯოვანი დი ლორენცოს გუნდიდან წასვლა სურს. ამის შესახებ მისმა აგენტმა ღიად განაცხადა. შესაბამისად, გუნდებმა შესაძლოა სწორედ ეს ორი ფეხბურთელი გაცვალონ. 

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ორი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, იტალიური მედიის წარმომადგენლები მსგავსი შეთანხმების გაოფიციალურებას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ.

 

Facebook კომენტარები