გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე ცნობილი კლუბის სამიზნეში მოექცა. წლევანდელ სეზონში ეფექტური ინდივიდუალური შედეგის დაფიქსირების შედეგად, ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ გაიზარდა. მიქაუტაძემ ლიგის 20 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო. მან ასევე 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
ქართველი ფორვარდის შეძენით დაინტერესებულ კლუბებს შორის „ლიონი“, „მონაკო“ და „რენი“ მოიაზრებიან. მიქაუტაძის უახლესი განცხადებაც სწორედ მსგავს სატრანსფერო ჭორებს ეხება.
გიორგი მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს. მისი განცხადებით, იგი აუცილებლად დარჩება საფრანგეთში, თუმცა ჯერჯერობით მისი მომავალი კლუბი უცნობია და ეს დეტალიც მალე გახდება ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია მან Geo Team-თან საუბრისას გაასაჯაროვა.