გასული სეზონი გიორგი მამარდაშვილისთვის მშვენიერი გამოდგა.
ქართველმა მეკარემ "ვალენსიას" შემადგენლობაში შეუცვკელად ითამაშა და გუნდის წარმატებასი დიდი წვლილი მიუძღვის.
მამარდამ ასევე გამოასწორა ის ნაკლი, რომელზეც ყველა საუბრობდა - თერთმეტმეტრინების მოეგერიება.
ლა ლიგის 2023/24 სეზონში გიო, უნაი სიმონთან ("ატლეტიკ ბილბაო") და ალვარო ვალესთან ("ლას პალმასი") ერთად, გახდა ერთადერთი მეკარე, რომელმაც 3 პენალტი მოიგერია.
აქვე შეგახსენებთ, რომ მამარდამ ამ მხრივ თავი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩინა, სადაც საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში ბაკასეტასის დარტყმული მოიგერია, რამაც გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.