„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვაზე ოფიციალურად განაცხადა უარი. იტალიური კლუბის წარმომადგენლებს და ანტონიო კონტეს ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივება და მომავალ წელს მის ირგვლივ ახალი გუნდის აშენება სურთ.
ქართველი შემტევის შესყიდვით ყველაზე მეტად „პსჟ“ იყო დაინტერესებული. თუმცა, L'ÉQUIPE-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარიზელები ტრანსფერის საკითხზე მუშაობის შეწყვეტას აპირებენ.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის სპორტული დირექტორი უკვე ხვიჩას ნაცვლად ახალი ფეხბურთელის შერჩევაზე მუშაობს. დიდი ალბათობით, „პსჟ“ ყურადღებას ხულიან ალვარესის ტრანსფერისკენ მიმართავს.