გიორგი მიქაუტაძეს საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა ინდივიდუალურ დონეზე. მისი კლუბი ლიგა 1-დან დაქვეითებას ვერ გადაურჩა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ლიგის 20 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო. მან ასევე 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
ფრანგული მედიის ცნობით, შთამბეჭდავი ინდივიდუალური შედეგების გამო მიქაუტაძის შეძენით კიდევ ერთი ცნობილი გუნდი დაინტერესდა. „ლიონის“ და „მონაკოს“ შემდეგ, ქართველი ფეხბურთელით ამჯერად „რენი“ მოიხიბლა. საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე კლუბს წელს სულ რამდენიმე ქულა დააკლდა ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად.
მიქაუტაძის სატრანსფერო თანხად 20 მილიონია დასახელებული, თუმცა „რენის“ მფლობელებს ამ თანხის შემცირება ტრანსფერში საკუთარი ფეხბურთელის ჩართვის სანაცვლოდ სურთ. მიქაუტაძის ყიდვის შემთხვევაში „რენი“ მზადაა თურქი თავდამსხმელი, ბურტუგ ილდიმირი დათმოს. ქართველ შემტევთან ერთად, "რენის" ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.