9 თვის და 4 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გოგა ბითაძე შესაძლოა „მაიამი ჰიტში“ გადავიდეს - ქართველი კალათბურთელი ყურადღების ცენტრში

გოგა ბითაძემ წლევანდელ სეზონში საკმაოდ კარგად დაამახსოვრა თავი ფანებს. გულშემატკივრების უმრავლესობა მის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, ბითაძემ „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით 62 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა აქედან მხოლოდ 33 მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. ეფექტური თამაშის დამსახურებით, ამერიკული გამოცემები ქართველ კალათბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

გამოცემა All U Can Heat-ის განცხადებით, ბითაძის დამატება „მაიამი ჰიტისგან“ ძალიან ჭკვიანურ გადაწყვეტილებად ჩაითვლება. განცხადების ავტორი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ წლევანდელი „მეჯიქის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო, რის გამოც მას წარმატებულ ამერიკულ გუნდში თამაშის შანსი ნამდვილად ეკუთვნის.

All U Can Heat-ის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბითაძეს ამ სეზონში ბევრი ქულა არ მოუპოვებია, თუმცა იგი ბემ ადებაიოს იდეალურ მეწყვილედ შეიძლება ჩამოყალიბდეს. 

Facebook კომენტარები