უახლესი ინფორმაციის მიხედვით, „ნიუკასლი“ მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას ჯერჯერობით არ აპირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებმა შედარებით უფრო იაფი სამიზნე აღმოაჩინეს. საუბარია ჯეიფს ტრაფორდზე, რომელიც ამჟამად „ბარნლის“ კარს იცავს.
21 წლის მეკარემ შარშან საქართველოში ჩატარებულ 21-წლამდელთა ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდებაც მოიპოვა. შესაბამისად, მისი შეძენა უკვე არაერთ ინგლისურ კლუბს სურს. მათ შორისაა „ჩელსი“ და ახლა უკვე „ნიუკასლიც“.
„ვალენსია“ მამარდაშვილს 40 მილიონზე უფრო ძვირად აფასებს, „ბარნლის“ კი ტრაფორდი 19 მილიონად ჰყავს ნაყიდი. შესაბამისად, დიდი ალბათობით ინგლისელი მეკარის გამოსყიდვა „ნიუკასლს“ ბევრად უფრო იაფი დაუჯდება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოელ ბლენდი ავრცელებს.