ქართველი შემტევის ირგვლივ სატრანსფერო ჭორები არ წყდება. თურქული გამოცემების მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა „გალათასარაის“ მაისურით იხილოს გულშემატკივარმა.
Fotomaç-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გალათასარაის“ მაურო იკარდი შეიძლება დაემშვიდობოს. აღნიშნული პოტენციური დანაკლისის შესამსუბუქებლად, თურქული გრანდის მფლობელები ახალი შემტევის ყიდვის საკითხზე უკვე მუშაობენ. მათ სამიზნეებს შორის ერთ-ერთი სწორედ ქართველი ფეხბურთელია.
მიქაუტაძემ წლევანდელ სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და „მეცის“ მაისურით ჯამში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოაგროვა. Fotomaç-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება.