5 თვის და 4 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მამარდაშვილი ჩელსიში - ნიუკასლს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

„ვალენსიამ“ მომავალი სეზონისთვის ახალი მეკარე უკვე შეიძინა. შესაბამისად, ესპანური კლუბი გიორგი მამარდაშვილს დიდი ალბათობით დაემშვიდობება. ქართველი ფეხბურთელის შეძენის მთავარ კანდიდატად „ნიუკასლი“ მოიაზრება, თუმცა ინგლისელებს კონკურენტი გამოუჩნდათ.

football.london-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა „ჩელსის“ რიგებში ვიხილოთ. ლონდონელებს ახლანდელი მეკარეების ხარისხი არ მოსწონთ და ახალი მწვრთნელის გაოფიციალურების შემდეგ, დიდი ალბათობით ახალი მეკარის შეძენაზე იმუშავებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ჩელსი“ კეპას გაყიდის, შემდეგ კი ესპანურ ლიგაში მოთამაშე მეკარის შეძენას შეეცდება. ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ლონდონელების ინტერესი გიორგი მამარდაშვილმა და ფილიპ იორგენსენმა, „ვილიარეალის“ მეკარემ დაიმსახურეს.

„ვალენსიას“ მამარდაშვილის გაყიდვის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონის მიღება სურს, რისი გადახდაც „ჩელსის“ მფლობელს ნამდვილად არ გაუჭირდება.

 

Facebook კომენტარები