სამეგრელოს სოფელ წალენჯიხაში ტურინის "იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემიის გახსნა დიდი ხანია რაც დაანონსებულია და საბოლოოდ ეს დღეც დადგა.
ამ ცერემონიასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას ლეგენდარული ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე ესტუმრა.
როგორც ცნობილია, "იუვეს" ვეტერანი აკადემიის სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა და ის გახსნის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
აქვე გეტყვით, რომ გახსნის დიდი ცერემონია 30 მაისს 15:00 საათზე წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება.