UFC-ის სუპერმსუბუქი წონის პირველმა ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკაში ცხოვრების მძიმე პერიოდის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
“სამსახური ვნახე, მაგრამ ძნელი იყო ენა არ ვიცოდი, არც ხელობა, ამიტომ ნაგვის მზიდაბი ვიყავი დანგრევებზე.”
“როდესაც დასანგრევი იყო ან გასაზიდი მხოლოდ მაშინ ვმუშაობდი. კვირაში მუშაობა ორი დღე მიწევდა.”
“შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ვენაცვლებოდით და ხან ის მუშაობდა ხან მე. მერე ცოტა ხელობაც დავისწავლეთ და ნელ-ნელა ჩაგვსევ”
“ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე MMA-ის დარბაზი. იქ როგორც სახლში ისე ვგრძნობდო თავს. მერე კი კარგად დავიწყე ვარჯიში”, - განაცხადა მერაბიმ.
აქვე გეტყვით, რომ სავარაუდოთ, დვალიშვილს ქამარზე ჩხუბი სექტემბერში შონ ომალისთან მოუწევს.