ლონდონური კლუბი პოჩეტინოს ოფიციალურად დაემშვიდობა. პრემიერ ლიგის სეზონში მან გუნდი მეექვსე ადგილზე გაიყვანა და მხოლოდ კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვება შეძლო. შესაბამისად, იგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნაადრევად დაითხოვეს.
მომავალ სეზონს „ჩელსი“ ახალი მწვრთნელით დაიწყებს. უახლესი ინფორმაციის თანახმად კლუბის მფლობელებმა პოტენციური მწვრთნელების სია ოთხ კანდიდატამდე შეამცირეს. აღნიშნულ ფინალურ სიაში რობერტო დე ძერბი, კირან მაკ-კენა, თომას ფრანკი და ენცო მარესკა მოხვდნენ.
მაკ-კენამ „იფსვიჩ თაუნთან“ ერთად საკმაოდ წარმატებულ შედეგს მიაღწია და ინგლისური კლუბი ორ წელიწადში ამოიყვანა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, ზედიზედ ორ სეზონში დაწინაურების შედეგად. ინგლისური პრესის მიხედვით, არჩევანი შესაძლოა სწორედ მაკ-კენასა და დე ძერბის შორის გაკეთდეს.