გოგა ბითაძე წლევანდელ სეზონში საკმაოდ კარგი შედეგით გამოირჩა. სწორედ ამიტომ, მისი შეძენით რამდენიმე საკმაოდ კარგი გუნდია დაინტერესებული. ამერიკული მედიის ცნობით, ბითაძე შესაძლოა მომავალ სეზონში „გოლდენ სთეითის“ რიგებში ვიხილოთ.
Bleacher Report-ის განცხადებით, ცნობილი გუნდისგან ბითაძის შეძენა მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება. ცნობილი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული რეპორტის მიხედვით, ბითაძის ნაჩვენები შედეგი საკმარისია იმისათვის, რომ ქართველი კალათბურთელი „გოლდენ სთეითის“ როტაციის მუდმივ წევრად იქცეს.
ცნობილი გამოცემის თქმით, „Golden State Warriors“ შესაძლოა ზაფხულში სამი თავისუფალი აგენტით მარტივად გაძლიერდეს. ბითაძესთან ერთად, „გოლდენ სთეითის“ სავარაუდო დანამატების სიაში მონტი მორისი და ჩედი ოსმანი მოხვდნენ.