სეზონი დასრულდა! - ქართველების მონაგარი ტოპ 5 ჩემპიონატებში » isport.ge
5 თვის და 4 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სეზონი დასრულდა! - ქართველების მონაგარი ტოპ 5 ჩემპიონატებში

საკლუბო ფეხბურთის სეზონი თითქმის დასრულებულია. ქართველი ლეგიონერების უმეტესობა უკვე ნაკრებში ჩამოსასვლელად და ევრო 2024-ის სათამაშოდ ემზადება.

გასულ სეზონში, ტოპ 5 ლიგაში 5-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა: ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი" - სერია ა), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია" - ლა ლიგა), გიორგი მიქაუტაძე ("მეცი" - ლიგა 1), საბა საზანოვი ("ტორინო" - სერია ა) და გიორგი კვერნაძე ("ფროზინონე" - სერია ა).

გთავაზობთ მათ მონაგარს 2023/24 წელს:

დავიწყოთ კვარაცხელიათი. ხვიჩას სეზონის სტარტი არც თუ ისე წარმატებული ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში ხვიჩამ საკუთარი თავი იპოვა და თითქოს ჩავარდნილი სეზონი საკმაოდ სოლიდური ნიშნულიებით დასრულა, თუმცა "ნაპოლისთვის" სეზონი ძალიან ცუდი გამოდგა.

კვარაცხელია 2023/24 სეზონში

- 34 მატჩი

- 11 გოლი

- 8 საგოლე პასი

- მე-10 ადგილი სერია ა-ში

დიდი ალბათობით გიორგი მამარდაშვილისთვის გასული სეზონი "ვალენსიაში" ბოლო იყო. ეს წელი გუნდისთის წარმატებული გამოდგა, წინა სეზონში "ვალენსია" ლა ლიგიდან გავარდნას გადაურჩა, თუმცა "ღამურებმა" მშვენიერი ახალი სეზონი ჩაატარეს, რაშიც ქართველის წვლილი ძალიან დიდია. მან გუნდს რამდენჯერმე უკაპიტნა კიდეც.

მამარდაშვილი 2023/24 სეზონში:

- 37 მატჩი

- 13 მშრალი კარი

- 3/5 მოგერიებული პენალტი

- მე-9 ადგილი ლა ლიგაში

გიორგი მიქაუტაძე "მეცს" სეზონის შუაში შეურთდა, წარუმატებელი ამსტერდამული თვეების შემდეგ ჟორჟმა ფორმა მშობლიურ გუნდში აღიდგინა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა "მეცი" გავარდნას გადაარჩინა, ისინი პლეი-ოფს ითამაშებენ და დარჩენისთვის იბრძოლებენ. ჟორჟის მომავალი გაურკვეველია, ფრანგებს მისი გამოსყიდვა სურთ, რაც ალბათ გუდნის ლიგა 1-ში დარჩენა-არ დარჩენაზე იქნება დამოკიდებული.

მიქაუტაძე 2023/24 სეზონში:

- 20 მატჩი

- 13 გოლი

- 4 საგოლე პასი

- მე-16 ადგილი ლიგა 1-ში

საბა საზანოვის სეზონი ახალ გუნდში ისეთი არ გამოდგა როგორსაც ველოდით. ქართველ მცველს "ტორინოში" ფაქტიურად დრო არ მისცემია. თითქოს, როცა აქტიურად უნდა დაეწყო თამაში მან ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მწვრთნელი მას აღარ ენდობოდა:

საზანოვი 2023/24 სეზონში:

- 12 მატჩი

- 348 წუთი

- მე-9 ადგილი სერია ა-ში

საბას მსგავსი სიტუაცია იყო გიორგი კვერნაძესთანაც, რომელიც "ფროზინონეს" წინა ზაფხულს შეუერთდა. ქართველი შემტევი სეზონის სტარტზე იღებდა რამდენიმე წუთს, თუმცა რეგულარული სათამაშო დრო მას არ ჰქონია. 

კვერნაძე 2023/24 სეზონში:

- 5 მატჩი

- 59 წუთი

- მე 15-ე ადგილი სერია ა-ში

ასევე უნდა ავღნიშონთ გიორგი ჩაკვეტაძის პირველი სეზონი "ოუტფორდში", რომელიც ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს. თავდაპირველად ჩაკვე ინგლისურ გუნდს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა და სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ქართველმა რეგულარულად დაიწყო თამაში და მალე კლუბთან 4-წლიანი სრულფასოვანი კონტრაქტიც გააფორმა.

ჩაკვეტაძე 2023/24 სეზონში:

- 34 მატჩი

- 1 გოლი 

- 3 საგოლე პასი

- მე-15 ადგილი ჩემპიონშიფში

აგრთვე წარმატებული სეზონი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგა 2-ის "კარლსრუეში", სადაც სეზონის სტარტზე ქართველი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა, თუმცა შემოსვლაზე გატანილმა გოლებმა ყველაფერი შეცვალა.

ზივზივაზე 2023/24 სეზონში:

- 30 მატჩი

- 12 გოლი

- 2 საგოლე პასი

- მე-5 ადგილი ბუნდესლიგა 2-ში

ბიჭებისთვის საკლუბო სეზონი თითქმის დასრულდა, ახლა ისინი ნაკრებში ჩამოვლენ და ეცდებიან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა ასახელონ.

Facebook კომენტარები