როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებით არაერთი გუნდი ინტერესდება, განსაკუტრებით კი "ნიუკასლი" აქტიურობს.
მამარდას "კაჭკაჭებში" ტრანსფერთან დაკავშირებით გამოცემა, "MagpieMedia" ახალ უცნობ დეტალებს ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გუნდები ერთმანეთს უკვე შეუთანხმდნენ, ინგლისელები გიორგიში 35 მილიონ ევროს გადაიხდიან, ამ თანხის 10% (3,5 მილიონი) კი მამარდას ყოფილ გუნდს თბილისის "დინამოს" გადაეცემა.
ეს პუნქტი თბილისურმა გუნდმა გიოს "ვალენსიაში" გაყიდვისას გააქტიურა.
ასევე როგორც იწერება, ფეხბურთელის და გუნდების სურვილია, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხუროს, არსებობს ვარაუდი, რომ ეს ევრო 2024-ის დაწყებამდეც მოხდება.