7 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"რაც შეეხება მისი გამოსყიდვის ვარიანტს..." - "მეცის" სპორტულმა დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე დღემდე ამსტერდამის "აიაქსის" საკუთრებაა და მას "მეცში" იჯარით ყოფნა 1 თვით დარჩა.

ჟორჟს და მთლიანად გუნდს ამ დროის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პლეი-ოფის მატჩები ელის, სადაც გადაწყდება "მეცის" ბედი - რჩება თუ არა ლიგა 1-ში.

ამის ფონზე საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეკრებას 26 მაისს იწყებს, ფრანგული გუნდი კი მიქაუტაძის გამოშვებას პლე-ოფის მატჩებამდე არ აპირებს, ეს ინტერვიუში კლუბის სპორტულმა დირექტორმა, იერ დრეოსიმ დაადასტურა.

მან ასევე ფორვარდის მომავლის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"გიორგის უყვარს კლუბი და 100%-ით ითამაშებს პლეი ოფის მატჩებში. რაც შეეხება მისი გამოსყიდვის ვარიანტს, ეს შეკითხვა, პრეზიდენტ სერინს უნდა დაუსვათ".

Facebook კომენტარები