ავთანდილმ ხურციძემ სოციალური ქსელის გამოყენებით საინტერესო ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისი განცხადების მიხედვით, ქართველი მოკრივე რინგს უბრუნდება და უახლოეს მომავალში ბრძოლას ამერიკაში გამართავს.
აღსანიშნავია, რომ მას კარიერაში 37 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც მან 33 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და სულ 2 დამარცხება გამოსცადა. 44 წლის მოკრივე საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.
ორთაბრძოლის თარიღად 31 მაისია დასახელებული.