იტალიური კლუბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სტეფანო პიოლის პოსტიდან წასვლა ოფიციალურად გადაწყვეტილია. „მილანი“ მომავალ სეზონს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყებს.
პიოლი „მილანს“ 2019 წლის სეზონიდან ედგა სათავეში და გუნდს ჩემპიონის ტიტულიც მოაპოვებინა. საერთო ჯამში, მისი მწვრთნელობის პერიოდში „მილანმა“ სულ 239 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 132 მოიგო, 55 ფრედ დაასრულა და 52 წააგო.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, სტეფანო პიოლის შემცვლელად კლუბი პაულო ფონსეკას მოიაზრებს.