ჩემპიონთა ლიგაზე შუა კვირაში განცდილი მარცხისთვის ლონდონის "არსენალმა" გულშემატკივრებს გუშინ "ნიუკალს იუნაიტედის" განადგურებით მოუბოდიშა.
"ემირეიტსზე" გამართულ მატჩში მასპინძლები მე-18 წუთზე სვენ ბოტმანის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 6 წუთში ამას კაი ჰავერცის გოლი მოჰყვა. კიდევ ორი გოლი "ჯორდებმა" მეორე ნახევრის 4-წუთიან მონაკვეთში გაუშვეს, როცა ლორის კარიუსის კარი ბუკაიო საკამ და იაკუბ კივიორმა აიღეს. ერთადერთი, რაც "კაჭკაჭებმა" გუშინ გაახერხეს, ჯო ვილოკის მიერ გატანილი პრესტიჟის ბურთი გახლდათ.
საბოლოო ანგარიშად 4:1 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მეთოფეებმა" წუხელ ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარეს.
კერძოდ, "არსენალი" გახდა პირველი გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 7 ტაიმში გაიტანა მინიმუმ 2 გოლი:
- არსენალი 3:1 ლივერპული - მეორე ტაიმი - 2 გოლი
- ვესტ ჰემი 0:6 არსენალი - პირველი ტაიმი - 4 გოლი
- ვესტ ჰემი 0:6 არსენალი - მეორე ტაიმი - 2 გოლი
- ბარნლი 0:5 არსენალი - პირველი ტაიმი - 2 გოლი
- ბარნლი 0:5 არსენალი - მეორე ტაიმი - 3 გოლი
- არსენალი 4:1 ნიუკასლი - პირველი ტაიმი - 2 გოლი
- არსენალი 4:1 ნიუკასლი - მეორე ტაიმი - 2 გოლი
მიკელ არტეტას ბიჭები პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე პოზიციაზე არიან და ლიდერ "ლივერპულამდე" 3 ქულა აშორებთ. მომდევნო მატჩს გუნდი 4 მარტს, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღდეგ გამართავს.