1 წლის და 7 თვის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გიორგი მიქაუტაძის დამატებით მორიგი გრანდი დაინტერესდა

ცნობილმა გამოცემა "RMC Sport"-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ქართველ თავდამსხმელს ახალი მსურველი გამოუჩნდა.

საუბარია "მონაკოზე", რომელიც ახალგაზრდა შემტევისდმი უდიდეს ინტერესს გამოხატავს.

გამოცემა აქვე წერს, რომ ფრანგული კლუბი უკვე მოლაპარეკებებსაც აწარმოებს.

როგორც იწერება, ამსეტრდამის "აიაქსი" გიორგის სანაცვლოდ 20-30 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს ნიდერლანდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წელს ეწურება.

Facebook კომენტარები