7 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

რა პირობებს სთავაზობს იუვენტუსი ტიაგო მოტას - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

იტალიური გრანდის ამჟამინდელ მენეჯერთან გუნდი კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების გადაწყვეტილება როგორც ჩანს საბოლოოდ დადასტურდა და განხილვას აღარ ექვემდებარება. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 149 მატჩიდან „იუვენტუსმა“ 80 მოიგო, თუმცა ეს კლუბის მფლობელებისთვის საკმარისად დამაკმაყოფილებელი სტატისტიკა არ აღმოჩნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ასევე ტიაგო მოტას წლევანდელმა წარმატებამაც განაპირობა. იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას სწორედ მასთან სურს კონტრაქტის დადება.

მოტას დახმარებით „ბოლონიამ“ წელს ისტორიული შედეგი აჩვენა. შესაბამისად, „იუვენტუსი“ მას საკმაოდ მომხიბვლელ კონტრაქტს სთავაზობს. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, იტალიური გრანდის სათავეში ჩადგომის სანაცვლოდ მოტა 4 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, ხოლო აღნიშნული კონტრაქტის ხანგრძლივობა 2 წლიანი იქნება.

Facebook კომენტარები