კონფერენციის ფინალში გასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს „ბოსტონ სელტიკსი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ თამაშის ანგარიშად 113:98 დაფიქსირდა, ბოსტონელების სასარგებლოდ. საერთო ჯამში სერია 4:1 დასრულდა და „ბოსტონ სელტიკსი“ ფინალში ითამაშებს.
კალათბურთის ფანებისთვის მატჩის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფინალში გასვლას ბევრი ვარაუდობდა. თუმცა, შეხვედრაში მაინც დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური შემთხვევა და რეკორდი. ელ ჰორფორდმა ჯამში 22 ქულა, 15 მოხსნა და 3 დაფარება ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. ამით მან ლებრონ ჯეიმსის რეკორდი მოხსნა.
38 წლის მოთამაშე გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, ვისაც კი ოდესმე პლეიოფის გათამაშებაში მინიმუმ 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 5 სამქულიანი დაუგროვებია ჯამში.