საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალები დასრულდა და ცნობილია, თუ რომელი გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. მიმდინარე სეზონის ფინალში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „კავკასია“ დაუპირისპირდებიან.
„კავკასიამ“ ფინალში გასასვლელად „დელტა“ დაამარცხა, ხოლო კოტე ტუღუშის გუნდი ნახევარფინალში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოთამაშეებს შეხვდა და „ქუთაისმა“ სერია 3:1 მოიგო.
საერთო ჯამში, ქუთაისელები მესამედ გაჩემპიონებას შეეცდებიან, ხოლო „კავკასიისთვის“ ფინალი შესაძლოა პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებით დასრულდეს.