იტალიურ იგამოცემა "Repubblica" "ნაპოლის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენიტსმა 7 ფეხბურთელი გამოყო, რომლებიც ხელშეუხებელნი იქნებიან.
როგორც იწერება, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, სირილ ნგონგე, სტანისლავ ლობოტკა, ამირ რაჰმანი, მატიას ოლივერა და ფრანგ ზამბო-ანგისა ამ სიაში არიან.
გამოცემა ირწმუნება, რომ აურელიო ამ ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, დანარჩენ ფეხბურთელებზე კი შეთავაზებებს განიხილავს.
ასევე იწერება, რომ "პარტენოპეისთვის" მომავალ ზაფხულს ქართველი ვინგერისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება პრიორიტეტული იქნება.