7 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გამოისყიდის თუ არა „სპეცია“ ივა გელაშვილს - ქართველი ფეხბურთელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა

ქართველი ფეხბურთელი წლევანდელ სეზონს „სპეციას“ რიგებში ატარებს. მან უკვე ჯამში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც შეძლო. თუმცა, მისი სტატისტიკის გაუარესება თებერვლიდან დაიწყო. გელაშვილმა „მოდენას“ წინააღმდეგ თამაშისას წითელი ბარათი დაიმსახურა და მომდევნო თამაშების გამოტოვება მოუწია. საერთო ჯამში, ამან დიდი გავლენა იქონია მის ფორმაზეც და ქართველმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაციის პერიოდის ამოწურვის  შემდეგ ჯამში სულ 4 წუთი გაატარა მოედანზე, „სპეციას“ მაისურით.

უმაღლესი დივიზიონიდან სერია B-ში დაქვეითებული „სპეციას“ წარმომადგენლებმა ივა გელაშვილის გამოსყიდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. ჟურნალისტი პასტა ივას განცხადებით და Cittadellaspezia-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, „სპეცია“ ქართველ ფეხბურთელს არ გამოისყიდის და გელაშვილი კვლავ „დინამო ბათუმის“ შემადგენლობას დაუბრუნდება.

Facebook კომენტარები