„ნაპოლი“ აქტიურად მუშაობს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისის შეხვედრა ხვიჩას აგენტთან და ბადრი კვარაცხელიასთან კვლავ უშედეგოდ დასრულდა. იტალიური კლუბი ქართველი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად მზადაა მას 4 მილიონამდე გაუზარდოს ხელფასი, თუმცა ხვიჩას წარმომადგენლები მინიმუმ 5 მილიონს ითხოვენ.
კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მხარეს შორის მოლაპარაკებებს ისიც ართულებს, რომ ქართველ ვარსკვლავს „პსჟ“ გაცილებით უკეთეს ანაზღაურებას ჰპირდება. Il Mattino-ს ცნობით, პარიზული გუნდი თანახმაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 8 მილიონი შესთავაზოს ხელფასის სახით. მსგავსი თანხის გადახდა ამ ეტაპზე იტალიური გუნდის მხრიდან სრულებით გამორიცხულია. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარაცხელია ამჟამად იტალიაში თამაშის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით.