გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულის“ დატოვებას სეზონის ბოლოს აპირებს. ინგლისური გუნდის მწვრთნელმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ერთი წლით აპირებს დასვენებას. თუმცა, უახლესი ინფორმაციების მიხედვით, კლოპმა შესაძლოა იტალიაში განაგრძოს მოღვაწეობა.
„Areanapoli”-სთან საუბრისას, პაოლო ესპოზიტომ „ნაპოლის“ მომავალი მწვრთნელების კანდიდატურებზე ისაუბრა. ცნობილი ჟურნალისტის განცხადებით, დე ლაურენტისი გერმანელ სპეციალისტს ესაუბრა და პირადად შესთავაზა იტალიური კლუბის სათავეში ჩადგომა.
„ნაპოლის“ ამჟამად ფრანჩესკო კალცონა წვრთნის, თუმცა იგი წლის ბოლოს აპირებს პოსტის დატოვებას. ამჟამად უცნობია, დაიკავებს თუ არა კლოპი მის ადგილს. თუმცა, იტალიური კლუბის პრეზიდენტის ინტერესები ცნობილია.