როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ოუტფორდის” მოთამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძეს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარზე ფრანგულ “მეცს” აქტიურად უკავშირებდნენ.
თუმცა, L’equipe-ის ჟურნალისტმა, ნაბილ ჯელიტმა ქართველ გულშემატკივრებს იმედები მოუკლა:
“როგორც ჩანს, გიორგი ჩაკვეტაძე “მეცში” აღარ გადავა. ეს ტრანსფერი ცალსახად გაყინულია.” - წერს ფრანგი ჟურნალისტი.
საგულისხმოა, რომ იქამდე საშა ტავოლიერი წერდა, რომ გიორგი ლასნო ბოლონიმ ჩაკვეტაძის ტრანსფერის 2 დღით გადავადება მოითხოვა.
ამის მიზეზი კი გუნდში ლეგიონერების ზედმეტი რაოდენობა იყო.
საბოლოოდ ჩაკვე "ოუტფორდში" გადავიდა, სადაც გუნდს კარგად შეეწყო.