4 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

პატივისცემა მერაბის მეგობარს, რომელმაც... - შონ ო'მალი აბუ დაბიში მომხდარზე ალაპარაკდა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის გარემოცვას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ამერიკელმა მებრძოლმა განსაკუთრებული ყურადღება მერაბის 21 წლის მეგობარზე, საბა ლაზიშვილზე გაამახვილა, რომელიც ინციდენტის დროს ქართველ სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდა. ო’მალის თქმით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ნურმაგომედოვის გუნდის ორ წევრს წინააღმდეგობა გაუწია.

„მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, 21 წლის მოჭიდავეა, რომელიც მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული და დარტყმებზე არ ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, მან ხაბიბის, უფრო სწორად, უსმანის გუნდიდან ორი ადამიანი ძირს დააგდო.

არ ვიცი, უსმანმა წინასწარ დაგეგმა თავდასხმა თუ უბრალოდ სილის გაწვნა ჰქონდა განზრახული. თუმცა, როცა ადამიანს სილას აწნავ, რა რეაქციას ელოდები? გგონია, ამის შემდეგ მშვიდად დაგელაპარაკება? ბიჭმა კეპი უკუღმა დაიხურა, წინ წამოიწია და მოქმედებისთვის მოემზადა“, – განაცხადა შონ ო’მალიმ.

11 ნოემბერს, აბუ დაბიში, მერაბ დვალიშვილს ინტევიუს დროს უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხა.