1 კვირის და 3 დღის უკან
ნიკა ზირაქაშვილი
Aa

კვარაცხელიას მამის და "ნაპოლის" პრეზიდენტის ახალი შეთანხმება - რა ელოდება ხვიჩას ევრო 2024-ის შემდეგ

ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უკვე დიდი ხანია, რაც სატრანსფერო ჭორების ეპიცენტრშია. ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებულ კლუბებს შორის მოიაზრებიან ისეთი გრანდები, როგორიცაა ბარსელონა. თუმცა, „ნაპოლის“ მისი მარტივად დათმობა არ სურს.

იტალიური კლუბის პრეზიდენტსა და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლობას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად აურელიო დე ლაურენტისსა და მამუკა ჯუღელს შორის გამართულ შეხვედრას ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელიაც ესწრებოდა. საუბრის მთავარ თემად ხვიჩას სამომავლო ხელფასი დასახელდა.

აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას 4 მილიონი შესთავაზოს ხელფასის სახით, თუმცა ჯუღელი და კვარაცხელია იტალიურ კლუბში დარჩენის სანაცვლოდ 5 მილიონამდე გაზრდილ ანაზღაურებას ითხოვენ.

საბოლოო შეთანხმების მიღწევა აღნიშნულ შეხვედრაზე კვლავ ვერ მოხერხდა. თუმცა, ორივე მხარე ერთმნიშვნელოვნად ემხრობა იმ გადაწყვეტილებას, რომ ქართველი ფეხბურთელის მომავალი უახლოეს მომავალში, „ევრო 2024“-ის დაწყებამდე უნდა გაირკვეს. 

Facebook კომენტარები