1 კვირის და 5 დღის უკან
ნიკა ზირაქაშვილი
Aa

ქართველი მილიარდერი კიდევ ერთი გუნდის შეძენას აპირებს - მიხეილ ლომთაძის განცხადება

უახლესი ინფორმაციით, მიხეილ ლომთაძემ ინგლისის „ლიგა ერთში“ მოასპარეზე კლუბი „უიკომბ უონდერერსი“ შეიძინა. თუმცა, ქართველი მილიარდერი ერთი გუნდის შეძენით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მიხეილ ლომთაძე ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის აქციონერია და მისი სამომავლო გეგმების შესახებაც სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

როგორც ცნობილი ქართველის მიერ გაკეთებული კომენტარებით ირკვევა, მას საკლუბო ფეხბურთის განვითარებასთან ერთად, ასევე საფეხბურთო აკადემიების მიმართაც დიდი ინტერესი გააჩნია. მიხეილ ლომთაძე სწორედ ამ მიზნით აპირებს დააფუძნოს კიდევ ერთი საფეხბურთო აკადემია, თუმცა ამჯერად ინგლისის ფარგლებს გარეთ.

ქართველი მილიარდერის ინტერესი ყაზახეთისკენაა მიმართული, სადაც იგი კიდევ ერთი საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს. ყაზახეთსა და ინგლისში ჩამოყალიბებული ახალი სპორტული აკადემიები ნიჭიერ ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ დაეხმარებიან განვითარებაში. „უიკომბ უონდერერსი“-ის მფლობელს მტკიცედ სჯერა, რომ კლუბისა და საფეხბურთო აკადემიებს შორის ახლო კავშირი მნიშვნელოვნად განავითარებს მის ქვეყანაში არსებული სპორტსმენების კარიერას და მათ ცნობილ მწვრთნელებთან ერთად მუშაობაშიც დაეხმარება. 


Facebook კომენტარები