1 კვირის და 5 დღის უკან
ნიკა ზირაქაშვილი
Aa

მერაბ დვალიშვილმა სასურველი ოპონენტის ვინაობა გაამხილა - ვისი დამარცხება სურს ქართველ სპორტსმენს

ქართველი სპორტსმენი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია და ამჯერად საინტერესო თემებზე „Khel Now“-სთან ისაუბრა. მერაბ დვალიშვილმა ინტერვიუში მისი სასურველი მეტოქის ვინაობა გაამხილა. დვალიშვილის თქმით, მას აქამდე ყველაზე მეტად კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირება სურდა, თუმცა მასთან დამეგობრების შემდეგ სასურველი ოპონენტის როლში სრულიად სხვა ადამიანს მოიაზრებს.

„ჩემი საოცნებო ოპონენტი ამჟამად პაულო კოსტაა“ - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

მერაბ დვალიშვილმა მისი აზრით ყველა დროის "ტოპ3" მებრძოლიც დაასახელა. აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს ჟორჟ სენ-პიერი იკავებს, ხოლო მეორე ადგილოსნად დვალიშვილმა ჟოზე ალდო დაასახელა. მერაბმა ჟურნალისტებს ხუმრობით გაუმხილა, რომ მესამე ადგილს მისი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი იკავებს, თუმცა საკუთარ თავსაც იგივე პოზიციაზე მოიაზრებს. 

 

Facebook კომენტარები