გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი 3:1 დაამარცხა.
ქართველმა მეკარემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, ომარ მარმუშს ურთულესი ბურთი აუღო, რამაც პრაქტიკულად ლივერპულს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.
ქართველი მეკარის თამაში 7.1 ქულით შეფასდა.
