2 კვირის და 1 დღის უკან
გაგა ზირაქაშვილი
Aa

ნაპოლიმ პიოლისთან შეთანხმებას მიაღწია

"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი იქნება!

იტალიური Repubblica-ს ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია სტეფანო პიოლისთან, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს "მილანს" დატოვებს.

წყაროს ცნობით, მხარეები 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, რომელიც დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების ოფციას მოიცავს.

პიოლი "აძურის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანჩესკო კალცონას შეცვლის, რომელმაც გუნდი დროებით ვალტერ მაცარის წასვლის შემდეგ ჩაიბარა.

Facebook კომენტარები