ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალომ ისაუბრა, როდის დაბრუნდება ქართველი მებრძოლი
ილია ამ დაბრკოლებას აუცილებლად გაუმკლავდება. მას იმდენად დიდი ჟინი და ოქტაგონზე დაბრუნების მოტივაცია აქვს, რომ მიღებულ ნებისმიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზიანს დაძლევს. რაც შეეხება 2026 წელს დაბრუნებას — ყველაზე ლოგიკური და სწორი ნაბიჯი იქნება, თუ UFC მომდევნო წლამდე დაცდას ურჩევს.
მართალია, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფიზიკურად ის მზად იქნება, მაგრამ ამის გაკეთებას მაინც არ ვგეგმავთ, რადგან ეს გადაწყვეტილება არაგონივრული იქნებოდა. თოფურიას გამოჯანმრთელების პროცესი შესანიშნავად მიდის და მას აღდგენის ფენომენალური უნარი აქვს.
კარგი გენეტიკის წყალობით, თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალებს იმაზე ბევრად მალე აღიდგენდა, ვიდრე ელოდნენ. ამასთან ერთად, უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმ სამედიცინო პერსონალსაც, რომელმაც მასთან ესპანეთში იმუშავა - ამბობს გალო.