4 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ვრცელდება მერაბ დვალიშვილის განცხადება - ეს არარაობები ამას არ წყვეტენ...

მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დაღესტანელი ამბობს, რომ თბილისში დაღესტანელი სტუმარი შეურაცხყო.

მერაბის განცხადება:

უმარი და მისნაირი არარაობები ჩემს ლანძღვასა და ჭორაობას არ წყვეტენ. როგორც ჩანს, ცხოვრებისეული გამოცდილება საერთოდ არ გაგაჩნიათ. მე კაცი ვარ და თუ ვინმე მომიახლოვდება, განზე გამიხმობს, პატივისცემას არ დამიდასტურებს და უცხო ენაზე ყვირილს დამიწყებს, პასუხად მუშტს მიიღებს. ასეთია ჩემი აღზრდა, ჩემი კულტურა და ასეთი ბუნება მაქვს. სულერთია, სად ვიქნები - ამერიკაში, მექსიკაში, ავსტრალიასა თუ სამშობლოში, საქართველოში - თუ ჩემთან აგრესიით მოხვალთ, ჩემგანაც ადეკვატურ პასუხს მიიღებთ

თბილისში მომხდარი ამ დაპირისპირების მერე მივხვდი, რომ ყველა ადგილობრივ ახალგაზრდას და ჩემს საძმაკაცოს მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება სურდა. ამ ყველაფერს შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა. წარმოიდგინეთ სურათი: სხვადასხვა სახელმწიფოდან ჩამოსული 200-მდე სტუმარი და 3-4 მილიონიანი საქართველო... ქუჩაში თუნდაც 50 ათასი მოზარდი რომ დახვედროდათ, ადვილი მისახვედრია, რითი დასრულდებოდა ეს ყველაფერი. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პირადად მოვძებნე ის პიროვნება, ვისთანაც კონფლიქტი მომივიდა და ხელი ჩამოვართვი. ამ ჟესტით სიტუაცია ამოიწურა და ჩვენ შორის უთანხმოება აღარ არსებობს

მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც აგრძელებთ ენის ტარტალს, პროვოკაციების მოწყობასა და შეურაცხყოფას. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილხართ, წარმოდგენა არ გაქვთ სინამდვილეში რა მოხდა, ამიტომ აჯობებს, ეს უაზრო ლაყბობა შეწყვიტოთ. თქვენ დაბალი დონის ადამიანები ხართ და ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ სასწავლი. ცხოვრება მშვენიერია

ახლა კი ვიმედოვნებ, რომ პიოტრ იანი ხელშეკრულებას გააფორმებს. ველოდები, როდის დააანონსებს UFC ჩვენს ბრძოლას, რადგან ორგანიზაციაში კარგად იციან ჩემი მზადყოფნის შესახებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრილოგია უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა თუ არ გამოვიდა და დროში გაიწელა, არც დალოდება გამიჭირდება

Facebook კომენტარები