2 კვირის და 2 დღის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

2 ფეხბურთელი კვარაცხელიას სანაცვლოდ - "ბარსელონას" განსაკუთრებული გეგმა აქვს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლო მომავლში ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები "ნაპოლის" მესვეურებს კონტრაქტის განახლების თაობაზე შეხვდებიან.

ქართველის მხარე ხელფასის დამსახურებულად გაზრდას ითხოვს და დიდი ალბათბოით აურელიო დე ლაურენტისი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ამავდროულად, ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ კვარას ყიდვით კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდება.

გამოცემა "DiarioAS" იუწყება, რომ "ბლაუგრანას" ხვიჩას შესაძენად საკმარისი სახსრები არ აქვს, თუმცა ისინი ქართველისთვის 2 ფეხბურთელის დათმობას განიხილავენ.

წყაროს თქმით, "პარტენოპეი" ფერმინ ლოპესითა და ფერან ტორესით ინტერესდება, "ბარსა" კი ხვიჩას სანაცვლდო შეთვაზებას ნებისმიერ ფეხბურთელზე განიხილავს, განსაკუთრებით კი ამ ორი უკანასკნელის.

როგორც ირკვევა, მომავალ ზაფულს ესპანელების მთავარი სამიზნე 80 მილიონ ევროდ შეფასებული ხვიჩა კვაარცხელია იქნება.

Facebook კომენტარები