7 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ხვიჩასთან გრანდების რიგი აღარ დგას" - რა განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა

ცნობილმა ჟურნალისტმა, სკირამ "Calciomercato"-სთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაურბა.

"ნაპოლი" უპირატესობაშია, რადგან ქართველ შემტევთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. 

"ხელმძღვანელობას სურს, ის იყოს მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი ძალა. თუმცა, კონტრაქტის განახლებისთვის 4 მილიონი არ კმარა, რომელსაც კლუბი სთავაზობს, ფეხბურთელს 6 მილიონი სურს. 

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აგენტი იტალიაშია. საჭიროა ყველას მხრიდან ძალისხმევა. სხვა კლუბებისგან გარკვეული სიგნალები არის, მაგრამ ისეთი რიგი არ დგას, როგორიც შარშან შეიძლებოდა ყოფილიყო", - თქვა სკირამ.



Facebook კომენტარები