1 საათის და წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოფიციალურად - RAF-ში მერაბ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა ჩაინიშნა, მეტოქე ცნობილია

მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში 23 აგვისტოს კვლავ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

დვალიშვილისა და სეხუდოს პირველი შეხვედრა 11 ივლისს თბილისში შედგა და ქართველმა 11:8 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჭიდაობის დასაწყისში მერაბ დვალიშვილი 0:8 მარცხდებოდა.

ქართველისა და ამერიკელის ჭიდაობის მატჩი კლივლენდში ჩატარდება და და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.

მერაბ დვალიშვილი სეხუდოს 2024 წელს UFC-შიც შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

Facebook კომენტარები