4 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

ბოდიში მინდა მოვუხადო ქართველ ხალხს - ყველას, ვინც ეს ვიდეო ნახა და შესაძლოა იფიქრა, რომ ქართველი ხალხი მძულს... - ცარუკიანის ძმის მიმართვა

UFC-ის მებ­რძოლს, არმან ცა­რუ­კი­ანს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბოლო დროს ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ამის მი­ზე­ზი კი ძი­რი­თა­დად UFC-ის ქარ­თველ ჩემ­პი­ონ­თან, ილია თო­ფუ­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­მა­ნის კო­მენ­ტა­რე­ბია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­მა­ნი­სა და მისი ძმის, არ­ტურ ცა­რუ­კი­ა­ნის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბიც გავ­რცელ­და, სა­დაც ისი­ნი ილი­ა­სა და ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ისე სა­უბ­რო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ეს.

ახ­ლა­ხან არ­ტურ ცა­რუ­კი­ან­მა ვი­დეო მი­მარ­თვა ჩა­წე­რა, სა­დაც ქარ­თველ ხალ­ხს ბო­დიშს უხ­დის:

"გა­მარ­ჯო­ბა, მე­გობ­რე­ბო. მინ­და, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი აზ­რე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ. ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ქარ­თველ ხალ­ხს - ყვე­ლას, ვინც ეს ვი­დეო ნახა და შე­საძ­ლოა იფიქ­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მძულს.


ეს აპ­რი­ო­რი გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან მე და ჩემს ძმას ბავ­შვო­ბი­დან გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი მოძ­მე ხალ­ხია.

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დეთ და ამ ქვე­ყა­ნას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებს, ამი­ტომ მსგავ­სი რამ უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ჩემი ძმის ლან­ძღვა და ტა­ლახ­ში ამოს­ვრა და­ი­წყეს. ავენ­თე, კა­მათ­ში ჩა­ვე­ბი, ზო­გი­ერ­თმა "გე­ნი­ოს­მა“ კი ყვე­ლა­ფე­რი ისე წარ­მო­ა­ჩი­ნა, თით­ქოს ქარ­თვე­ლე­ბი მძულს.

მინ­და მათ მივ­მარ­თო და ვუ­თხრა: თქვენს საქ­მეს მი­ხე­დეთ, გე­თაყ­ვა, სპორ­ტსმე­ნებს ხელს ნუ უშ­ლით, ამ კონ­ფლიქ­ტში ნუ ერე­ვით და თრეშ-თოქს გულ­თან ახ­ლოს ნუ მი­ი­ტანთ. ეს მათი სა­მუ­შა­ოს ნა­წი­ლია. სულ ეს არის", - ამ­ბობს არ­ტურ ცა­რუ­კი­ა­ნი.

Facebook კომენტარები