2 კვირის და 6 დღის უკან
ნიკა მშვილდაძე
Aa

"რეალის" ფეხბურთელი "ნაპოლიში"?! - ვინ სურთ იტალიურ კლუბში

ცნობილმა ჟურნალისტმა, ფარბიციო რომანომ "ნაპოლიზე" ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, "პარტენოპეი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის დამატებით დაინტერესდა. 

საუბარია არდა გიულერზე, რომლის იჯარით გადაბირება დე ლაურენტისის კლუბის ინტერესებშია.

აღსანიშნავია, რომ თურქ ფეხბურთელს, რომელიც "ბლანკოსს" გასულ ზაფხულში შეუერთდა, კარლო ანჩელოტი სათამაშო დროს ხშირად არ აძლევს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად არდას ზაფხულში განათხოვრებას თავად მადრიდიელებიც განიხილავენ.

ცნობისთვის, გიულერს "რეალთან" ხელშეკრულება 2029 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები