2 კვირის და 6 დღის უკან
ნიკა მშვილდაძე
Aa

კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"?! - რა ინფორმაცია გავრცელდა მიქაუტაძეზე

როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენის "ნაპოლიდან" შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.

ბუნებრივია, ნეაპოლელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიგერიელი ფორვარდის შემცვლელის მოყვანაზე იზრუნებენ.

გამოცემა "Tuttosport"-ის ინფორმაციით, "პარტენოპეი" 25 წლის აფრიკელი შემტევის ალტერნატივად ქართველ ფეხბურთელს განიხილავს.

საუბარია "მეცის" ლიდერზე გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩინებულად გამოიყურება.

მიუხედავად "აიაქსში" გატარებული არცთუ ისე კარგი დროისა, ქართველი თავდამსხმელი სეზონის მეორე ნახევარში ბრწყინვალედ ასპარეზობს და ჩემპიონატში უკვე 11 გოლიც დააგროვა.

ცნობისთვის, გიორგი ამჟამად "აიაქსის" საკუთრებაა და მას ამსტერდამელებთან ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები