7 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გურულმა ბრძოლაზე უარი თქვა, გრცხვენოდეთ - როგორ მიუდგნენ რუსებს კრივის ევროპის ჩემპიონატზე

როგორც მოგეხსენებათ, სერბეთში კრივის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლაშა გურული რუს თარხან იდიგოვს უპირისპირდებოდა, რა დროსაც არენაზე ინციდენტი დაფიქსირდა,

მსაჯებმა პირველ ორ რაუნდში რუსის სასარგებლოდ არაობიექტური გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც ქართველის პროტესტის ნიშნად არენის დატოვება გამოიწვია.

გურულმა ცალსახად მოგებული რაუნდების შემდეგ, რომელიც მსაჯებმა რუსის სასარგებლოდ ჩათვალეს, მესამე რაუნდში ბრძოლაზე უარი თქვა და რინგი დატოვა, რა დროსაც მან შეკრებილი პუბლიკისგან ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მსგავსი სამარცხვინო საქციელის გამო ქართველს მარცხი ჩაეწერა.

ცნობისთვის ერთადერთი მსაჯი, რომელმაც ლაშას გამარჯვება დააფიქსირა პოლონელი იყო.

Facebook კომენტარები